27 დეკემბერი 2024,   03:52
ვრცლად
გადამწყვეტი დღე და ღირსების არჩევანი - ხვალ საპრეზიდენტო არჩევნებია 

გადამწყვეტი დღე - მხატვარმა გია ბუღაძემ საპრეზიდენტო არჩევნებს და მოქალაქეების ხვალინდელ არჩევანს "ღირსების არჩევნები" დაარქვა.

ხვალ ხალხი საარჩევნო უბანზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას, გაუძლოს ხელისუფლების ტერორს, ზეწოლას და გააკეთოს არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ. ხვალ ყველა ხმა მნიშვნელოვანია, ამიტომ გია ბუღაძე ფიქრობს, რომ საარჩევნო უბანზე მისვლა თითოეული მოქალაქის ვალია.

ხვალ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, მოექცევა თუ არა ყველა სახელისუფლებო შტო ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ, თუ დარჩება ერთი ინსტიტუცია მაინც, რომელსაც ოლიგარქი ვერ გააკონტროლებს.

მხატვარმა რუსუდან ფეტვიაშვილმა ზუსტად იცის, რატომ აძლევს ხმას გრიგოლ ვაშაძეს.

ფეტვიაშვილიც ფიქრობს, რომ ეს ღირსების არჩევნებია, რადგან ხალხი ირჩევს პრეზიდენტს ორი კანდიდატიდან, რომელთა შორის ერთ-ერთი ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ფეტვიაშვილი ფიქრობს, რომ მთავარსარდალი ვერასდროს გახდება პოლიტიკოსი, რომელიც სამშობლოს უპირისპირდება.

არჩევანი ჩიხსა და შანსს შორის უკვე გააკეთა დავით ზურაბიშვილმა. პოლიტიკოსი, რომელიც უკვე ათწლეულებია, ყველა პოლიტიკური პროცესის შუაგულშია, ფიქრობს, რომ არჩევანი ხალხმაც მის მსგავსად, ოპოზიციის სასარგებლოდ გააკეთა.

ანალიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ რამდენიმე საათში მოქალაქეები არჩევანს განვითარებასა და გაჩერებულ ქვეყანას შორის გააკეთებენ. ქართული ოცნების გამარჯვებისა და მათ მიერ სალომე ზურაბიშვილის გაყვანის შემთხვევაში, ნოდარ ხარშილაძე პროცესების რადიკალიზაციაში დარწმუნებულია.  

საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთავარი ახლა ის არის, რომ ქართულ ოცნებას არჩევნების გაყალბების საშუალება არ მიეცეს.

 

 

ავტორი: ქეთევან სობონი 

 

დღის ამბები