09 დეკემბერი 2024,   11:24
ვრცლად
ამომრჩეველზე ზეწოლა არჩევნებამდე საათებით ადრე - ფაქტების შესახებ კურიერში ინფორმაცია მთელი საქართველოდან მოდის

ზეწოლა ამომრჩეველზე არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე არ წყდება. ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია კურიერში მთელი საქართველოდან მოდის.

ქუთაისის დასუფთავების სამსახურის უფროსმა არჩევნების წინა დღეს თანამშრომლები საგანგებოდ შეკრიბა და საარჩევნო ბიულეტენში 48-ის შემოხაზვა სთხოვა. ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენის მცდელობის ამსახველი ჩანაწერი კურიერს შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ მიაწოდა.

სამსახურის უფროსი მეეზოვეებს ყოფილი ხელისუფლების 9-წლიან მმართველობაზე ესაუბრება და ქართული ოცნების რჩეული კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, მხარდაჭერას სთხოვს.

ქუთაისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები არჩევნების წინა დღეს უფროსთან შეხვედრაზე ორგანიზებულად წაიყვანეს და ტრანსპორტიც მერიის მაღალჩინოსანმა გამოუგზავნა, ამავე თათბირზე ქალაქის მერია მათ იანვრიდან ხელფასების მომატებას და სამუშაო ტანსაცმელის განახლებას დაჰპირდა.

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მმართველი გუნდი ოპოზიციის მხარდამჭერებზე ზეწოლას ახორციელებს. ქალი, რომელმაც კონფიდენციალურობის დაცვა ითხოვა, კურიერს უყვება, რომ თბილისში საღამოს საცხოვრებელ სახლთან ორი ახალგაზრდა მამაკაცი დახვდა და დაემუქრა.

ზეწოლის გამო, კურიერს გურიიდანაც დაუკავშირდნენ. ლია კუჭუხიძე, რომელიც მარტოხელა დედაა, ამბობს, რომ მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო ყოველთვიური სოციალური დახმარებაა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში კი, თუ ხვალ არჩევანს მმართველი პარტიის სასარგებლოდ არ გააკეთებს, შეწყვეტით დაემუქრნენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები