26 დეკემბერი 2024,   23:09
ვრცლად
მძიმე სტატისტიკა - პოლიტიკური ნიშნით წინასაარჩევნოდ არაერთი მოქალაქე აღმოჩნდა უმუშევართა რიგებში

პოლიტიკური ნიშნით წინასაარჩევნოდ არაერთი მოქალაქე აღმოჩნდა უმუშევართა რიგებში. საბავშვო ბაღების თანამშრომლები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში უარის გამო ხელმძღვანელობას დაუპირისპირდნენ, საბოლოოდ, უსამსახუროდ დარჩნენ.

50-ე საბავშვო ბაღის დირექტორის შემდეგ, სამსახურიდან კიდევ ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს.

როგორც ბაღში განმარტავენ, 2017 წელს მონიტორინგის სამსახურმა დაადგინა, რომ თამარ ასანიძე პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად, დარაჯად მუშაობდა, თუმცა, ეს ადმინისტრაციას ერთი წლის შემდეგ წინასაარჩევნოდ გაახსენდა.

ვინც მაშინ ბაღის გამგის პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებას აპროტესტებდა, იგივე მოტივით სამსახურის გარეშე დღეს თავადაც დარჩა.

თამარ ასანიძე და მერი დონაძე 50-ე საჯარო ბაგა-ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით გათავისუფლდეს, თუმცა, მეგი გვრიტიშვილი მიზეზს ვერ ხსნის.

გათავისუფლებული თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ისინი არჩევნებმა იმსხვერპლა. აღმზრდელმა და დამხმარემ წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციაზე უარი თქვეს, რის გამოც დირექტორი დაუპირისპირდა.

50-ე საჯარო ბაგა-ბაღის უკვე ყოფილი თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად კი ისინი სასამართლოში იდავებენ.

დღის ამბები