27 დეკემბერი 2024,   02:46
ვრცლად
"ხვალ ჩვენ ვიმარჯვებთ! წლის ბოლოს საქართველოს ეყოლება ახალი ხელისუფლება" - მიხეილ სააკაშვილი

„ჩვენ შეიძლება, 24 საათში საქართველოს სახელმწიფო დავკარგოთ,“ - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა არჩევანის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, გაიმარჯვებს.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ამომრჩეველს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, პანიკაშია.

„ივანიშვილი არის სრულ პანიკაში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ კონკრეტული საფრთხეებია, რომ საქართველოს მოაწყდეს არა მხოლოდ გორჯესტანი, ჩახალიანი, გოგა ხაინდრავა, ეს ყველაფერი შანტრაბა, არის საფრთხე იმისა, რომ საქართველომ დაკარგოს დამოუკიდებლობა. ნახეთ, როგორ დაამცირა ივანიშვილმა ბოლო დღეებში ჩვენი ხალხი, ამ ხალხმა ჩაგვიტარა რა ტრიუკი. რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, რომ 600 ათას ადამიანს ვალი ჩამოაწერესო და ეს თავიდან ბოლომდე რომ ბლეფია, ბანკებთან გასაცოდავებული ხალხი რომ მივიდა, აღმოაჩინეს, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა. რამდენჯერ უნდა ჩაგვიტაროს ერთი და იგივე ფინტი ამ ჯიბიდან გაგდებულმა აფერისტმა... ხვალ ჩვენ ვიმარჯვებთ. წლის ბოლოს საქართველოს ექნება ახალი რეალობა და ეყოლება ახალი ხელისუფლება,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ქართველ ხალხს ეკუთვნის, რაც არჩევნებზეც უნდა დაფიქსირდეს. 

„ან საქართველო გეკუთვნით თქვენ, ჩემო ძვირფასებო, არა სააკაშვილს, არა დათო ბაქრაძეს, არა გრიგოლ ვაშაძეს, ძალიან ღირსეულ, მაგარ კანდიდატს, საქართველო ეკუთვნის არა პოლიტიკურ კლანს, საქართველო ეკუთვნის ქართველს ხალხს ან ეკუთვნის ივანიშვილს. დროა, ქართველებმა დაიბრუნოთ თავისი ქვეყანა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი არჩევანის ეთერში დავით ბაქრაძის გამოსვლას გამოეხმაურა, რომელსაც "ღირსეული" უწოდა.

 

დღის ამბები