09 დეკემბერი 2024,   11:13
ვრცლად
"გრიგოლ ვაშაძეს აქვს უნარი, შეკრას, სალომე ზურაბიშვილი კი ყოფს" - დავით ბერძენიშვილი

„მე წრფელი სინდისით ვუჭერ მხარს პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს, იმიტომ, რომ  კვალიფიციურია. კაცი ამბობს, გააზრებული აქვს, რომ კოალიციის გარეშე არ არის პერსპექტივები,“ - ამის შესახებ საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ბერძენიშვილმა, არჩევანის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ვაშაძის გაპრეზიდენტება არის ნაბიჯი მომავლისკენ. ბერძენიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არის წარსული და საბჭოთა კავშირში დაბრუნება. მისი განცხადებით, გრიგოლ ვაშაძე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რჩეული კანდიდატია. 

„მოგესალმებით გამარჯვების მოლოდინში! ამ სიტყვებით მივმართე მე 15 წლის წინ არჩევნების წინა დღეს ჩვენს მხარდამჭერებს და ეს სიტყვები რუსთავი2-ის მეშვეობით მთელმა სქართველომ გაიგონა. ჩვენ მაშინ გავერთიანდით იმისთვის, რომ დაგვემარცხებინა შევარდნაძე-აბაშის დამყაყებული, არადასავლური არადემოკრატიული რეჟიმი. ჩვენ დღეს პირველი ტურის შემდეგ მკაფიოდ გავიაზრეთ, რომ შეიქმნა კვლავ ვითარება, როცა სხვადასხვა პოლიტიკური წარსულის ადამიანები, პოლიტიკური ჯგუფები, ეს ადამინები ერთად დავდგეთ. გაერთიანებული ოპოზიცია, ევროპული საქართველო, რესპუბლიკური პარტია წარმოვადგენთ საქართველოს ევროპულ, ევროატლანტიკურ არჩევანს და რას წარმოადგენს მერე მხარე? მეორე მხარე არის ინაშვილ-ივანიშვილის ალიანსი. ჩამოლაბორანტდა ბიძინა ივანიშვილი თარხან-მოურავამდე, ირმა ინაშვილამდე. ინაშვილი კრებითი სახელია, ეს არის ანტიდემოკრატიული, წარსულში ჩარჩენილი, პრორუსული ძალა... სად გაგონილა გადამალული პრეზიდენტობის კანდიდატი, მსოფლიოშიც დავმალოთ? გაეროშიც ვერ გავგზავნოთ? თუ იქაც ივანიშვილის პორტრეტი გავატანოთ. სირცხვილია. არ იმსახურებს ქვეყანა დამალულ პრეზიდენტს. საქართველო ხვალ არ წაფორხილდება. დავამარცხოთ უნდა ქართველმა ხალხმა ივანიშვილის მილიარდები. გრიგოლ ვაშაძეს აქვს უნარი, შეკრას, სალომე ზურაბიშვილი კი ყოფს,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

დღის ამბები