24 აპრილი 2024,   02:54
ვრცლად
„ხმა მივეცი ცვლილებებს," - დავით ბაქრაძემ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი უკვე მოიხადა. მან საკუთარი არჩევანი ცოტა ხნის წინ, პეტრიაშვილის 27-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

დავით ბაქრაძემ არჩევნებზე მოსახლეობის აქტიურობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მან მხარი ცვლილებებს დაუჭირა.

„ხმა მივეცი ცვლილებებს, იმიტომ რომ არჩევნების პირველ ტურში, ჩვენმა საზოგადოებამ, ძალიან ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, ხალხს სჭირდება ცვლილებები, საზოგადოებას აღარ უნდა დღევანდელი ცხოვრება, როდესაც გარშემო არის უამრავი პრობლემა და არ არსებობს ამ პრობლემის მომგვარებელი,“ - განაცხდა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, თუკი ამომრჩეველი იაქტიურებს და საარჩევნო უბანზე მივა, ხელისუფლება გაყალბებას ვერ მოახერხებს. ის მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

"ბუნებრიცია, ამ პროცესში, ჩვენი მხარდაჭერა იქნება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ფაქტორი," - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურზე, საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. 

დღის ამბები