19 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
უკიდურესად დაიძაბა ვითარება გურჯაანში - ოპოზიციას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

უკიდურესად დაიძაბა ვითარება გურჯაანში - ოპოზიციას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. სროლა ისმოდა ჩუმლაყის ნომერ მე-19 უბანთან.

ადგილზე იმყოფებოდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, მათ შორის ადგილზე იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმაც, დავით სააკაშვილი.

სამიზნეც სავარაუდოდ სწორედ ოპოზიცია იყო, რაც დააფიქსირა მანქანის რეგისტრატორმა ანუ საქარე მინის ვიდეო კამერამ.

„რომ გამოვედით ჩუმლაყის მე-19 უბნიდან, მოგვესმა სროლის ხმა, თითქოს. არც მივაქციეთ ყურადღება, მაგრამ მერე რომ გავაგრძელეთ გზა, ისევ გაგრძელდა სროლის ხმა და ეს ყველაფერი აღბეჭდა ვიდეორეგისტრატორმა,“ - განაცხადა დავით სააკაშვილმა.

ოპოზიცია მმართველ გუნდს აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას და ამბობენ, რომ ოცნება  ამომრჩევლის დაშინებას ცდილობს.

 

დღის ამბები