22 დეკემბერი 2024,   10:28
ვრცლად
„ჩემი აზრით ყველა შტაბი უნდა ეცადოს, რომ კაი ბიჭები დაიყენოს გვერდში, სწორედ კარგები არიან საჭირო გამარჯვებისთვის"-ზაქარია ქუცნაშვილი

„ქართული ოცნება“ არ იზიარებს ოპოზიციის შეფასებას, რომ არჩევნებზე ადგილი ჰქონდა მასობრივი მოსყიდვის ფაქტებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შესაძლოა ცალკეული შემთხვევები იყო, თუმცა ეს მასშტაბურ ხასიათს არ ატარებდა.

„ცალკეული შემთხვევები შეიძლება იყო კიდევაც, რამაც არანაირი გავლენა  არ იქონია საერთო შედეგზე. მე არ ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერია ადამიანი, რომელიც მოქმედებს კანონის მიღმა. მე ვფიქრობ ხშირ შემთხვევაში პროვოცირებულიც იყო გარკვეული არასწორი მოქმედებები და მე კატეგორიულად გამოვრიცხავ რომ "ქართული ოცნების" მომხრე გამოდის და იარაღს ისვრის ჰაერში იმისთვის, რათა მოწინააღმდეგე დააშინოს და თან "ქართული ოცნების" დროშას აფრიალებს,“-განაცხდა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზებას საარჩევნო უბნებთან, ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ „კაი გოგოები და კაი ბიჭები“ უნდა ყველა შტაბმა დაიყენოს გვერდით.

„ჩემი აზრით ყველა შტაბი უნდა ეცადოს, რომ კაი ბიჭები და კაი გოგოები დაიყენოს გვერდში. მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. იმიტომ, რომ სწორედ კარგები არიან საჭირო გამარჯვებისთვის და არა ცუდები,“-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მმართველი გუნდი მიიჩნევს რომ ერთიანობაში არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და მნიშვნელოვან დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

„რაღაც ექსცესები ყოველთვის არის. ადამიანები არიან. ვიღაცა ტავის ემოციას ვერ მოთოკავს, რაიმე ისეთი სისტემური ტიპის, იყო ბევრი ლაპარაკი პირადობის მოწმობებზე და სხვა და ერთი შემთხვევაც არ აღმოჩნდა ასეთი. არ არის ეს ისეთი რაღაცეები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს არჩვენების მდგომარეობაზე,“-განაცხადა გუგული მაღრაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები