22 დეკემბერი 2024,   10:06
ვრცლად
"გუშინდელი არჩევნები იყო აბსოლუტურად კონტროლირებადი ხელისუფლების მიერ" - უკრაინელი დამკვირვებლები არჩევნებს აფასებენ

უკრაინელი დამკვირვებლები როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე საარჩევნო პროცესს კრიტიკულად აფასებენ. რადას დეპუტატები იმ დარღვევებზე საუბრობენ, რომელიც უშუალოდ არჩევნების დღეს დაფიქსირდა.

დამკვირვებელთა შეფასებით, გუშინდელი პროცესი არ იყო თავისუფალი. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, მათ  ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი უწოდეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ფაქტები, არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვექვეშ აყენებს.

“საქართველომ საკმაოდ დიდი გზა გაიარა დემოკრატიის კუთხით. მომეწონა გარკვეული პროცედურები, მარკირება, კონვერტებში ჩადებული ბიულეტინები, თუმცა არსებობს ძალიან სერიოზული პრობლემები, რომლებიც გუშინ დავინახე და რაც მიმაჩნია, რომ მიუღებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ვფიქრობ რომ გუშინდელი არჩევნები იყო აბსოლუტურად კონტროლირებადი ხელისუფლების მიერ. გზავნილმა, რომ ვალები ჩამოეწერება 600 000-მდე ქართველ ამომრჩეველს, ბევრ მოქალაქეს უბიძგა არჩევნებში მონაწილეობისაკენ. ამასთან ერთად ვნახე ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც თავის თავს კოორდინატორებს უწოდებდნენ და თან ჰქონდათ იმ ადამიანების სიები, რომლებიც უბანზე უნდა მისულიყვნენ. ისინი მკაცრად აკონტროლებდნენ პროცესს, ვნახე ძალიან ბევრი კრიმინალური შესახედაობის ადამიანი, რომლებიც მიდიოდნენ მოქალაქეებთან და გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე. ეს ყველაფერი მეტყველებს ჩემთვის იმაზე, რომ პროცესი არ იყო თავისუფალი და იყო რეგულირებადი ხელისუფლების მხრიდან. არ ვიცი, რამდენად დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობი, რომ მოქალაქეებს თავისუფლად ჰქონდეთ  სიები, რომლებშიც ამომრჩევლის პირადი მონაცემებია ასახული. ეს ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევაა, ესენია სერიოზული პრობლემები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს ასეთი, სერიოზული, დიდი და მნიშვნელოვანი არჩევნების ლეგიტიმურობას,’’ - განაცხადა რადას დეპუტატმა, უკრაინელმა დამკვირევებელმა,  ვიქტორ ჩუმაკიმ.

დღის ამბები