წუხელ გორში ქურდობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთი მათგანი ელექტროტექნიკის მაღაზია იყო.
მაღაზიის გამყიდველი ყვება, რომ ვიდეოკამერის ჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ შევიდა 5 ადამიანი და 3 ათასი ლარის ტელეფონები წაიღო მათი მაღაზიიდან.
„არც ისე დიდი, 3000 ლარამდე დაახლოებით. გაიქცნენ ძალიან სწრაფად მოხდა, უკვე 8-9 წამში დაახლოებით ჩანაწერებიდან უკვე გაიქცნენ. ვიდეოში ჩანს, რომ 5 იყვნენ და დიდებიც იყვნენ, არა მარტო არასრულწლოვნები. 5-6 ქურდობა იყო რაც ჩვენ გავიგეთ გუშინ ღამე,“ - განაცხადა დაზარალებულმა მარიამ ოდუაშვილმა.
კიდევ ერთი ქურდობა სამშობიარო სახლში მოხდა. დამნაშავემ შენობაში ფანჯრიდან შეაღწია და ლეპტოპი წაიღო.
„არ ვიცი როგორ და რანაირად ოხდა ყველაფერი. მე მოვედი 11-ის ნახევარზე, დამხვდა ეს მდგომარეობა რასაც უყურებთ. არ ვიცი სხვა არაფერი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ვნახოთ რა იქნება. ლეპტოპია მთავარი ბუღალტრის წაღებული, სადაც ინახებოდა საბუღალტრო მასალა. კლინიკისთვის ეს მატერიალურად არაფერი არ არის, მაგრამ დოკუმენტურად დანაკარგია,“ - განაცხადა დაზარალებულმა ჯუმბერ გოგიაშვილმა.
ორივე შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით აღიძრა. მიმდინარეობს გამოძიება.