22 დეკემბერი 2024,   10:07
ვრცლად
ნიუ-იორკში საშობაო სეზონი ოფიციალურად დაიწყო - როკფელერის ცენტრის წინ ნაძვის ხე გაანათეს

ნიუ-იორკში საშობაო სეზონი ოფიციალურად დაიწყო. როკფელერის ცენტრის წინ ნაძვის ხე გაანათეს.

საზეიმო ცერემონიას, უამინდობის მიუხედავად, ათასობით ამერიკელი და ტურისტი დაესწრო.

წელს როკფელერის ცენტრში 22 მეტრის სიმაღლის ნორვეგიული ნაძვის ხე დადგეს, რომელიც 50 ათასი ნათურით მოირთო.

ახალი წლის სიმბოლო ახალი, სამი მეტრის სიგანის კრისტალის ვარსკვლავითაც გააფორმეს.

ნაძვის ხის განათების ცერემონია როკფელერის ცენტრში უკვე 86-ედ გაიმართა.

დღის ამბები