22 დეკემბერი 2024,   10:13
ვრცლად
საქართველოს მოქალაქე არასდროს არ აიტანს შეურაცხყოფას და დაცინვას - ზაალ უდუმაშვილი

„ეს არის ის ძალა, რომელიც ძალიან მალე გაისტუმრებს ივანიშვილის ხელისუფლებას,“ - ეს განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაალ უდუმაშვილმა ფილარმონიაში შეკრებილ მხარდამჭერებთან გააკეთა.

ზაალ უდუმაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ უპრეცენდენტო რაოდენობის დარღვევები დაფიქსირდა.

უდუმაშვილის თქმით, გუშინდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები მოსახლეობის დაცინვა და შეურაცხყოფაა.

„ასეთი რაოდენობის და მასშტაბების გაყალბების მომსწრე მე არ ვარ. ქართველმა ადამიანმა შეიძლება ძალიან ბევრ რამეს გაუძლოს და ძალიან ბევრი რამ აიტანოს, მაგრამ საქართველოს მოქალაქე არასდროს არ აიტანს შეურაცხყოფას და დაცინვას, სწორედ ეს იყო გუშინ, რაც ჩვენ ვიხილეთ - საქართველოს მოსახლეობას მიაყენეს შეურაცხყოფა და წაართვეს არჩევანის უფლება,“ - განაცხადა უდუმაშვილმა.

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩვენების შედეგებს უნდობლობას უცხადებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს. გაერთიანებული ოპოზიცია კვირას, 15:00 საათზე მასშტაბურ აქციას გეგმავს.

დღის ამბები