22 ივნისი 2024,   13:27
ვრცლად
დაკეტილი მეტროსადგურები და დაკავებული მომიტინგეები - პარიზი არეულობამ მოიცვა

პარიზის ცენტრი ისევ არეულობამ მოიცვა. უკვე მეორე შაბათია, საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში საწვავზე ფასების მომატებას და ემანუელ მაკრონის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ.

სამართალდამცველები დემონსტრანტებს ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით უპირისპირდებიან. შეტაკებების გამო, დაიკეტა პარიზის 7 ცენტრალური მეტროსადგური, დაკავებულია 30-მდე მომიტინგე. წესრიგის დასაცავად ქუჩებში 6 ათასამდე პოლიციელია მობილიზებული.

2018 წლის განმავლობაში საწვავზე ფასმა საფრანგეთში 20 პროცენტზე მეტით მოიმატა.

დღის ამბები