17 ივნისი 2024,   02:50
ვრცლად
ირანის საზღვაო ძალებს ახალი გამანადგურებელი ხომალდი გადაეცა

ირანის საზღვაო ძალებს ახალი გამანადგურებელი ხომალდი გადაეცა. ადგილობრივი წარმოების საბრძოლო გემი, სახელწოდებით ”საჰანდი” წყალზე დაუშვეს. საზეიმო ცერემონიას ირანის სახელმწიფო არხები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ.

სამხედრო მეთაურობის განცხადებით, ხომალდს 5 თვის განმავლობაში საწვავით მომარაგების გარეშე ცურვა შეუძლია და მისი დაფიქსირება რადარებსაც არ შეუძლიათ.

”საჰანდი” აღჭურვილია ვერტმფრენების აეროდრომით, ასევე საზენიტო დანადგარებითა და ანტისარაკეტო სისტემით.

ახალი საბრძოლო ხომალდი სპარსეთის ყურეში იქნება დისლოცირებული და ”ბანდარ აბასის” საზღვაო ბაზაზე განთავსდება.

დღის ამბები