18 ივნისი 2024,   08:59
ვრცლად
გერმანიაში ქალაქ ნიურნბერგში ევროპის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე პოპულარული საშობაო ბაზრობა გაიხსნა

გერმანიაში ქალაქ ნიურნბერგში ევროპის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე პოპულარული საშობაო ბაზრობა გაიხსნა. საზეიმო ცერემონია ტრადიციულად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.

წარმოდგენის მთავარი გმირი, ანგელოზი წელს ადგილობრივი სკოლის 17 წლის მოსწავლემ განასახიერა, რომელმაც ტაძრის აივნიდან საშობაო სეზონის გახსნა ოფიციალურად გამოაცხადა.

ბაზრობაზე 180-მდე გაფორმებული ჯიხური დგას, სადაც დამთვალიერებელს ტრადიციული საშობაო საჩუქრების ყიდვისა და ტკბილეულის დაგემოვნების საშუალება აქვს.

ნიურნბერგის საშობაო ბაზრობა 25 დეკემბრამდე იქნება გახსნილი.

დღის ამბები