19 აპრილი 2024,   06:56
ვრცლად
საშობაო სეზონი ბეთლემში ოფიციალურად გაიხსნა

საშობაო სეზონი ბეთლემში ოფიციალურად გაიხსნა. ტრადიციის თანახმად, სადღესასწაულო სამზადისი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე წმინდა მიწის მცველის ჩასვლით გაიხსნა.

მამა ფრანჩესკო პატონი ბეთლემში სხვა სასულიერო პირებთან ერთად ჩავიდა და წინა საშობაო აღლუმს წაუძღვა.

მსვლელობა ქრისტეშობის ტაძართან დასრულდა, რომელიც, ზუსტად იმ ადგილასაა აგებული, სადაც ბიბლიის თანახმად იესო ქრისტე დაიბადა.

მამა ფრანჩესკომ ტაძარში სადღესასწაულო მესა ჩაატარა, რომელსაც ასობით მორწმუნე დაესწრო.

დღის ამბები