25 აპრილი 2024,   20:53
ვრცლად
ორი მე-11 კლასელის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა - ამ დრომდე არ არსებობს კითხვაზე პასუხი, ვინ მოკლა დავით სარალიძე

ორი მე-11 კლასელის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა, მაგრამ მთავარ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ არსებობს. დავით სარალიძის დამ და მშობლებმა ოფიციალურად ისევ არ იციან, ვინ მოკლა 51-ე სკოლის მოსწავლე.

ტრაგედიიდან მალევე ოჯახმა საკუთარი ძალებით დაიწყო საქმის შესწავლა და გამოძიება. ზაზა სარალიძე პირადად გავიდა იმ ადამიანების კვალზე, რომლებიც დანაშაულში პირდაპირ ან ირიბად ფიგურირებდნენ. შვილმოკლული მამა უკვე ერთი წელია, ასახელებს მკვლელსაც და გამოძიებისთვის ხელისშემშლელსაც, მაგრამ მის ნათქვამზე ადრესატები არ რეაგირებენ.

ზუსტად ერთი წლის წინ სარალიძეებისა და დადუნაშვილების ოჯახები დიდმა ტრაგედიამ გააერთიანა. დავით სარალიძისგან განსხვავებით, სასამართლომ დადუნაშვილის მკვლელი დაადგინა და გაამტყუნა.

გამოძიების პროცესში დაშვებული შეცდომების გამო, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მწვავედ აკრიტიკებს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჭეშმარიტების დადგენას ხელი იმ პირებმა შეუშალეს, ვინც გამოძიებაზე იყო პასუხისმგებელი.

შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სამართალდამცველები ყველაფერს აკეთებენ, რათა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ობიექტურად გამოიძიონ.

ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები კი, თითქმის, სამი თვეა, რუსთაველის გამზირზე დგანან.

ამავე თემაზე
დღის ამბები