26 აპრილი 2024,   21:52
ვრცლად
პარიზის ცენტრში არეულობაა - დემონსტრანტების საწვავზე პროტესტი ქუჩის ხანძარში გადაიზარდა

პარიზის ცენტრში არეულობაა. დემონსტრანტების საწვავზე პროტესტი ქუჩის ხანძარში გადაიზარდა. 

უკვე მესამე კვირაა, რაც საფრანგეთის მოსახლეობა საწვავზე ფასების ზრდას შაბათ-კვირის გამოსვლებით მთელი ქვეყნის მასშტაბით აპროტესტებს. 

დღეს  პარიზის ცენტრში, ელისეს მინდორზე და ტრიუმფალურ თაღთან აქციის მონაწილეებსა და  სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციას ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენება დასჭირდა. აქციის მონაწილეები კი ასაფეთქებელ ნივთიერებებს იყენებდნენ, რასაც ქუჩაში ხანძრის გაჩენა მოჰყვა. ცეცხლი გაუჩნდა მანქანებს და ერთი შენობა ელისეს მინდოეზე ახლაც იწვის. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია, სულ ცოტა, 80 ადამიანი და მათ შორის 14 პოლიციელი. 

დღის ამბები