19 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
ეს იყო დანაშაული საქართველოს მოსახლეობის წინაშე - გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებს აფასებს და დღევანდელი აქციისთვის ემზადება

მასშტაბური მშვიდობიანი აქცია რუსთაველის გამზირზე - გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მხარდამჭერებს სამ საათში თბილისის ცენტრში შეკრებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების ოპონენტების მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.  რუსთაველის გამზირზე აქციისთვის მზადება უკვე დაიწყო, ადგილზე უკვე ამზადებენ სცენას და ტექნიკას.

ადგილზე უვე იმყოფება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ზალიკო უდუმაშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირზე უკანონოდ ჩატარებულ არჩევნებს გააპროტესტებენ.

„დღეს ჩვენ აქ ვიკრიბებით, რათა გამოვხატოთ ჩვენი ძალიან ხმამაღალი პროტესტი იმ უკანონობის მიმართ, რომელიც მოხდა საპრეზიდენტო არჩევნებზე. 28 ნოემბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე სამარცხვინო არჩევნები. ეს იყო დანაშაული საქართველოს მოსახლეობის წინაშე და ამას უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი. დღეს ჩვენ რა მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში. ერთ მხარეს დგას კრიმინალზე მდგარი საქართველოს ხელისუფლება და მეორე მხარეს დგას დანარჩენი საქართველოო. ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ და ჩვენ ძალიან მალე ვაიძულებთ ამ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ჩვენი მოთხოვნები ამიტომ, ვინც თვლით, რომ 28 ნოემბერს თქვენ მოგპარეს ხმები, თქვენ წაგვართვეს უფლება არა მხოლოდ პრეზიდენტი აგერჩიათ, არამედ განგესაზღვრათ ამ ქვეყნის და თქვენი შვილების მომავალი, მობრძანდით 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

უდუმაშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერა და აღნიშნა, რომ ისინი ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

რუსთაველის გამზირზე იმყოფება საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე, შოთა მალაშხია, რომელიც აცხადებს, რომ ყველა ადამიანი, ვისაც გული შესტკივა საქართველოზე, ისინი დღეს რუსთაველის გამზირზე მივლენ. 

დღის ამბები