26 დეკემბერი 2024,   23:22
ვრცლად
"როგორც კი თქვენ დამიძახებთ, იმ წამსვე ფიზიკურად გავჩნდები თქვენ გვერდით," - მიხეილ სააკაშვილის მიმართა აქციის მონაწილეებს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის skype-ით   ჩართო. მან ოპოზიციის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ეკრანზე გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის მხარს უჭერს გრიგოლ ვაშაძის და გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება აღარ აპირებს გაჩუმებას.

„აღარაფერს აღარ მოვითმენთ და აღარაფერს აღარ გადავყლაპავთ. მათ ეგონათ, რომ ხალხი აღარ იბრძოლებს და დღეს ჩვენ მათ დავანახებთ რომ ჩვენ ვიბრძოლებთ მშვიდობიანად, დამაჯერებლად, ღიმილით, თავაწეული მაგრამ არასდროს ჩამოვუშვებთ ხელებს. არასდროს შევურიგდებით უსამართლობას. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება სრული გამარჯვებით,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც ახლა რუსთაველს გამზირზე დგას და ის მზად არის მაშინვე დაბრუნდეს საქართველოში, როგორც კი მას ხალხი დაუძახებს.

„იმ წამს, როგორც კი თქვენ დაგჭირდებით და დამიძახებთ, იმ წამსვე ფიზიკურად გავჩნდები თქვენ გვერდით, გავჩნდები ლიდერების გვერდით, გავჩნდები ჩვენი ახალგაზრდობის გვერდით. იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავდოთ თითო აგური ჩვენს გამარჯვებაში. იმიტომ, რომ მე მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე დავნებდე ამ უსამართლობას,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

დღის ამბები