22 ივნისი 2024,   07:11
ვრცლად
სხვა და სხვა ინსტანციის სასამართლოებს მოსახლეობის მხოლოდ 19-25 პროცენტი ენდობა - არასამთავრობოების კვლევის შედეგები

მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ ინსტიტუციებს შორის მოსახლეობის ყველაზე დაბალ ნდობას პარლამენტი იმსახურებს. კვლევა „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის FAIR“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC" პარტნიორ ორგანიზაციებთან, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან IDFI” და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან CRRC საქართველოს”-თან ერთად ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.

კვლევის მთავარი მიზანი ასევე სასამართლო სისტემის და მოსამართლეთა ნდობის ხარისხის გამოვლენა იყო რამაც გამოავლინა, რომ სასამართლოს და მოსამართლეების ნდობა 2014 წლის შემდეგ მკვეთრად შემცირებულია.

„2014 წელთან შედარებით მოსახლეობის განწყობები არის გაუარესებული სასამართლოსთან მიმართებით და მე ვფიქრობ, ამას აქვს თავისი ლოგიკური ახსნა. ჩვენ ბოლო წლებში ვნახეთ არაერთი პრობლემური, გახმაურებული საქმე, რომლებსაც სასამართლო სისტემა იხილავდა, იუსტიციის საბჭოში მათ შორის გახმაურებული დანიშვნები მოსამართლეების,“ - აცხადებს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეული.

"კავკასიის კვლევითი რესურსები ცენტრის „CRRC -საქართველოს“ მკვლევარის მარიამ კობალაძეს თქმით, სხვა და სხვა ინსტანციის სასამართლოებს მოსახლეობის მხოლოდ 19-25 პროცენტამდე ენდობა.

„ნდობა საკმაოდ დაბალია. ვთქვათ, მოსამართლეებს და სხვა და სხვა ინსტანციის სასამართლოებს მოსახლეობის 19-25 პროცენტამდე ნაწილი ენდობა მხოლოდ. მაგალითად, მოსამართლეების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს აქვს უარყოფითი მოსაზრება, ანუ ფიქრობენ, რომ არ არიან მოსამართლეები დამოუკიდებელი საქართველოში. თუ ვისზე არიან დამოკიდებული ვთქვათ, ამას პასუხობენ, რომ ყველაზე მეტად მმართველ პარტიაზე, ან ხელისუფლებაზე,“- აცხადებს კობალაძე.

დღის ამბები