25 აპრილი 2024,   19:09
ვრცლად
გერის სასტიკად მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს, საქალაქო სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

ვეფხია ბაქრაძეს საქალაქო სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ბაქრაძეს, მისი გერის განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მკველობა ედებოდა ბრალად, რომელიც ბარნოვის ქუჩაზე მოხდა.

“რა თქმა უნდა სწორი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ, პროკურატურამ, გამოძიებამ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, რომ სწორად წაიყვანეს რაც შეეხებოდა ამ პროცესს. სწორი გათვლა გააკეთეს. კანონი არსებობს,“ - განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმება დაზარალებული მხარის ადვოკატიც, რომელიც განმარტავს, რომ პროცესზე საკმარისი მტკიცებუებები იყო წარმოდგენილი შესაბამისი გადაწყვეტილების გამოსატანად.   

„ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდა იმდენი მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. რაც შეეხება სასჯელის ზომას, სასამართლო ვფიქრობთ, რომ სრულიად საფუძვლიანად გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება. სრულიად საფუძვლიანად გაითვალისწინა სასამართლომ ასევე ჩადენილი ქმედების მოტივი და ხასიათი  და შესაბამისად მკაცრი სასჯელიც განპირობებულია კონკრეტულად ამის გამო,“ - განაცხადა დაზარალებულის ადვოკატის ადვოკატმა.

დღის ამბები