01 მაისი 2024,   04:50
ვრცლად
"წისქვილში" მომხდარი ინციდენტი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელს სასამართლომ გვიან ღამით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ემზარ ზურაბიშვილს საგნის იარაღად გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობა ედება ბრალად, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს. გამოძიების ინფომრაციით, ზურაბიშვილმა ციხეებზე ზედამხედველობის სამსახურის მაღალჩინოსანს, ჭაბუა გუშარაშვილს, თავის არეში საგნის ჩარტყმით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიცია ამ დრომდე ეძებს კიდევ ერთი პირს. შემთხვევა სამი დღის წინ რესტორან „წისქვილში“ მოხდა. ინციდენტის დროს სამი პირი ცივი იარაღით დაჭრეს, მათ შორის იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ზვიად მიხანაშვილი და პრობაციის სამსახურის უფროსის მოადგილე, ირაკლი ჭითანავა.

დღის ამბები