
This is a modal window.
ბატონის ციხის ტერიტორიაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს, სტუმრები იკრიბებიან. ფიცის დადების ცერემონია თელავში 15:00 საათზე უნდა დაიწყოს.
ადგილზე მივიდა საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები. ინაუგურაციისთვის გენერალური რეპეტიცია უკვე დასრულებულია.
შეგახსენებთ, რომ ინაუგურაციის პარალელურად, გაერთიანებული ოპოზციის წევრებს დაგეგმილი ჰქონდათ აქცია, თუმცა მათ ამ წუთებში სამართალდამცველები თელავში შესვლის უფლებას არ აძლევენ.