30 აპრილი 2024,   16:59
ვრცლად
ლონდონის გეტვიკის აეროპორტმა მუშაობა განაახლა

ორდღიანი პაუზის შემდეგ ლონდონის გეტვიკის აეროპორტმა მუშაობა განაახლა. აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რამდენიმე ფრენა უკვე დაინიშნა და მგზავრებს აეროპორტში გამგზავრებამდე რეისების გადამოწმებას ურჩევენ.

მუშაობის განახლების უფლება აეროპორტს ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა რამდენიმე საათიანი დაკვირვების შემდეგ მისცეს.

ძალოვანების ცნობით, დრონები საჰაერო სივრცეში გუშინდელი საღამოდან აღარ გამოჩენილან. 2 დღის განმავლობაში გეტვიკის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატები 50-ჯერ შენიშნეს.

უსაფრთხოების მიზნით აეროპორტი დახურეს, რეისები კი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს. შეფერხების გამო 120 ათასი მგზავრი დაზარალდა.

დღის ამბები