17 მაისი 2024,   22:57
ვრცლად
გუშინ, რუსთაველზე ქართველმა ხალხმა, ფაქტობრივად, ზურგი შეაქცია "ქართულ ოცნებას" - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ, პარლამენტის პლენარული სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით მიმართა და განაცხადა, რომ გუშინ, რუსთაველზე ქართველმა ხალხმა "ფაქტობრივად ზურგი შეაქცია "ქართულ ოცნებას":

"გუშინ, რუსთაველზე ქართველმა ხალხმა, ფაქტობრივად, ზურგი შეაქცია "ქართულ ოცნებას". გუშინ მთავარი გზავნილი იყო - არა ევროკავშირს. თქვენ აღარ გაქვთ ხალხის მხარდაჭერა, რადგან ხალხი ამბობს - არა რუსულ კანონს, კი ევროპასა და განვითარებას," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

პარლამენტის პლენარული სხდომა, მწვავე პოლიტიკური განცხადებებით და ხმაურის ფონზე გრძელდება. მთავარი თემა გამჭვირვალობის კანონი, "ქართული ოცნების" ორგანიზებული აქცია და ბიძინა ივანიშვილის განცხადებებია.

დეპუტატებს შორის რამდენჯერმე იყო კამათი. ოპოზიცია მმართველ გუნდს ბრალდებებს უყენებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" შეკრებაზე ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები მათი ნების საწინააღმდეგო ჩამოიყვანა.

დღის ამბები