17 მაისი 2024,   18:47
ვრცლად
მინდა, მივმართო ოპოზიციას, რატომ ნერვიულობთ ვერ გავიგე - რვა არჩევნები წააგეთ და ისევ წააგებთ მეცხრე არჩევნებსაც - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციას მიმართა.

ასევე, მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ გუშინდელ აქციაზე 200 000 ადამიანი გამოვიდა და კიდევ ერთხელ მისცა ხელისუფლებას ლეგიტიმაცია:

"მინდა, მივმართო ოპოზიციას, რატომ ნერვიულობთ ვერ გავიგე. რვა არჩევნები წააგეთ და ისევ წააგებთ მეცხრე არჩევნებსაც. 200 000 კაცი გამოვიდა გუშინ საერთო, სახალხო შეკრებაზე, დღეს კი თქვენ მთელ დღეს უძღვნით ამ შეკრებას. რა განერვიულებთ? რაშია პრობლემა? გუშინ გამოვიდა 200 ათასი ადამიანი და მილიონზე მეტი ადამიანის სახელით ხელახლა მოგვცა ლეგიტიმაცია იმაზე, რასაც ვაკეთებთ და შემდგომში გავაკეთებთ საქართველოს სუვერენიტეტისთვის. დამშვიდდით და შეირგეთ მეცხრე წაგება არჩევნებზე.

გელანდებათ შავი ფული, რომლის გამოც, მზად ხართ, ქართველისთვის უღირსი საქციელი ჩაიდინოთ - ცალ ფეხზე დაუდგეთ პატრონს, შარვალი ჩაიხადოთ ოკუპანტის წინაშე და ქვეყნის სუვერენიტეტი დაუთმოთ პატრონებს. ამიტომ უთხრა უარი ქართველმა ხალხმა შავ ლენტებს, შავ ხვრელებს, შავ ფულს და აირჩია თეთრი შავის ნაცვლად," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები