17 მაისი 2024,   20:08
ვრცლად
ნორჩი "ლენინელები" მოგიგროვებიათ და გადაწყვიტეთ, რომ "ჯენზის" თავისუფალ თაობას ნორჩი "ლენინელების" ყალბი პათეტიკით რაღაცას გააგებინებდით - სამადაშვილი მმართველ გუნდს 

გუშინ ბევრი კომიკური გამოსვლა ვიხილეთ, მათ შორის, ვიღაც ნორჩი "ლენინელები" მოგიგროვებიათ - ამის შესახებ, სალომე სამადაშვილმა, მმართველი გუნდის წევრებს აქციასთან დაკავშირებით მიმართა:

"გუშინ ბევრი კომიკური გამოსვლა ვიხილეთ, მათ შორის, ვიღაც ნორჩი "ლენინელები" მოგიგროვებიათ და გადაწყვიტეთ, რომ "ჯენზის“ თავისუფალ თაობას ნორჩი "ლენინელების" ყალბი პათეტიკით რაღაცას გააგებინებდით," - აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი.

პარლამენტის პლენარული სხდომა, მწვავე პოლიტიკური განცხადებებით და ხმაურის ფონზე გრძელდება. მთავარი თემა გამჭვირვალობის კანონი, "ქართული ოცნების" ორგანიზებული აქცია და ბიძინა ივანიშვილის განცხადებებია.

დღის ამბები