17 მაისი 2024,   04:19
ვრცლად
თუ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" არ დასრულდა, როგორც თავის დროზე ევროპამ ფაშიზმი დაასრულა, ისე საქართველო ვერ განვითარდება - გურამ მაჭარაშვილი

ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლასა და "ქართული ოცნების" სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით, შეფასებები გრძელდება. გამოხმაურებები გრძელდება იმ ნაწილზეც, სადაც ბიძინა ივანიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებაზე ისაუბრა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დასრულდეს", წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ვერ განვითარდება.

"ნერვიულობენ გუშინდელ აქციაზე, ხან შეურაცხყოფას აყენებენ ამ ხალხს, ხან თვითონ ამბობენ, რომ რევოლუცია უნდა მოაწყონ, სხვანაირად ვერ მოიგებენ არჩევნებს და ა.შ. ამიტომ, თუ ეს რეჟიმი არ დამთავრდა და კოლექტიური "ნაცმოძრაობა" არ დასრულდა, როგორც თავის დროზე ევროპამ ფაშიზმი დაასრულა, და ისე ვერ განვითარდებოდა, ისე საქართველო ვერ განვითარდება, თუ არ დაასრულა "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები