23 მაისი 2024,   17:07
ვრცლად
ორი მოკლული და ორი დაჭრილი - სისხლიანი დაპირისპირება წავკისში 

სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - მოკლულია ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ორი კი დაჭრილია. შემთხვევა გვიან ღამით წავკისელის ქუჩის 6 ნომერთან მოხდა. მოკლულები ბიძაშვილები - 26 წლის ლექსო და 28 წლის დავით ფეიქრიშვილები არიან. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფომდე მიყვანამდე გარდაიცვალა.

რაც შეეხება დაჭრილს, ის კლინიკა "პინეოშია" მოთავსებული. ზურგში ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობის გამო მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ექიმების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამ დრომდე დაუდგენელია კიდევ ერთი დაშავებულის ადგილმდებარეობა. უცნობია სისხლიანი გარჩევის მიზეზიც. პოლიცია დამნაშავეებს ეძებს. სამართალდამცველები წავკისელის ქუჩაზე თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

დღის ამბები