30 აპრილი 2024,   17:40
ვრცლად
ოკუპანტებმა ხურვალეთიდან 33 წლის მამაკაცი გაიტაცეს - ოჯახს ამ დრომდე არავინ დაჰკავშირებია 

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთიდან 33 წლის მამაკაცი გაიტაცეს. ოთარ სამნიაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. მის ოჯახს ცხინვალიდან ამ დრომდე არავინ დაჰკავშირებია. ოკუპანტები გატაცებულს სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი რუსმა ოკუპანტური რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით წაიყვანეს.

სოფელში ამბობენ, რომ სამნიაშვილები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ და მათ ცხინვალის მიერ დაწესებული ჯარიმის გადახდა გაუჭირდებათ. ეს ბოლო სამი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ადამიანების გატაცების უკვე მე-13 შემთხვევაა.

დღის ამბები