03 მაისი 2024,   12:38
ვრცლად
საბჭომ რომ შეაფასოს მურუსიძე გამჭვირვალე პროცესით, ის ვერ დააკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს - არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო პრესკონფერენციაზე ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ შესაძლო გამწესების საკითხს ეხმაურებიან. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში  სხდომა დღეს არის ჩანიშნული, სადაც საბჭოს წევრები ლევან მურუსიძეს გესაუბრებიან. მას სამწლიანი გამოსაცდელი ვადა უმთავრდება.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოლოდინი აქვთ, რომ ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლე გახდება. მათი თქმით, ეს იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პასუხი იმ წინააღმდეგობაზე, რომელიც მათ მიერ შედგენილ 10-კაციან მოსამართლეთა სიას მოჰყვა ბოლო დღეების განმავლობაში.

არასამთავრობოების განცხადებით, ობიექტური და გამჭვირვალე პროცესის შემთხვევაში ლევან მურუსიძე კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს.

„საბჭომ რომ შეაფასოს მურუსიძე ობიექტური კრიტერიუმებით და გამჭვირვალე პროცესით, დარწმუნებული ვარ, ის ვერ დააკმაყოფილებს კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის კრიტერიუმებს და ის არ იქნება დანიშნული. სწორედ ამიტომ ხდება ის, რომ მურუსიძე მუდმივად, როგორც სამი წლის წინ, როგორც გამოსაცდელი ვადით, ისე დღესაც, და ამას ხარვეზიანი კანონმდებლობაც უწყობს ხელს, სავარაუდოდ, მოლოდინი გვაქვს, რომ ამჯერად უვადოდ დაინიშნება,“- განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პროექტის კოორდინატორმა, ეკატერინე ციმაკურიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები