17 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტიტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ბესელია ადასტურებს, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხს უკავშირდება და ამბობს, რომ განსახილველად წარდგენილ სიაში არიან მოსამართლეები, რომლებიც მისი შვილის და ძმის საკითხებს განიხილავდნენ.

ბესელია აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში განსახილველად წარდგენილი სია უნდა გაიწვიონ.

პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა მისმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმაც და ის განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

„ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა და ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, იყო ძალიან საზიანო, ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს. მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება პროცესი იხილოს გამჭვირვალე. სია უნდა იყოს გამჭვირვალე და არა შეჩერებული, უნდა იყოს ყველა პროცედურა გაწერილი. სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ჩემი შვილის და ძმის პოლიტიკური საქმის მოსამართლეები იყვნენ, სიაში არიან ადამიანები, რომლებიც ჩემი თანამებრძოლების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები. მიმაჩნია, მიმაჩნდა და ყოველთვის ეს განწყობა მექნება, რომ უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს ის მოსამართლეები, ის მაღალი კვალიფიკაციის და ისეთი რეპუტაციის მქონე იურისტები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს. ჩემი მთავარი იდეალი ყოველთვის იყო, ყოველთვის იქნება სამართლიანობისთვის ბრძოლა,"- განაცხადა ეკა ბესელიამ. 

 

დღის ამბები