22 ოქტომბერი 2024,   21:53
ვრცლად
ალილოს მსვლელობა 14:00 საათზე დაიწყება

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართება.

მსვლელობა 14:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება.

ალილოს მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს. საბოლოდ კი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება. გარდა ამისა მსვლელობას გამოეყოფა ერთი ჯგუფი, რომელიც ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივა, სადაც მათ საჩუქრებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადასცემს.

ალილოს მონაწილეებს გზადაგზა ტკბილეულსა და საჩუქრებს მოსახლეობაც გადასცემს. შეგროვილი შემოწირულობები ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებს და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.

"ალილოს“ ორგანიზებისთვის მერიამ საპატრიარქოს უფასო ავტობუსებიც გამოუყო. მსვლელობასთან დაკავშირებით დღეს თბილისში ქუჩები გადაიკეტება.

ამავე თემაზე
დღის ამბები