18 აპრილი 2024,   07:09
ვრცლად
საერთაშორისოდ ძებნილის ექსკლუზიური ინტერვიუ - ჯეკ შეპარდი სამართალდამცველებს „რუსთავი 2“-ის კამერის წინ ჩაბარდა

"კურიერი" მსოფლიო მედიის ეპიცენტრში აღმოჩნდება. მამაკაცი, რომელსაც ბრიტანეთის პოლიცია უკვე სამი წელია ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებს, „კურიერმა“ ქართველ სამართალდამცველებზე ადრე იპოვა. მკვლელობაში ბრალდებული ჯეკ შეპარდი, რომელსაც მსოფლიო მედია, ბრიტანული სკოტლანდ იარდი, ინტერპოლი და ქართული პოლიცია ერთდროულად ეძებს, დღეს "კურიერმა" აღმოაჩინა.

შეპარდი სამართალდამცველებს საკუთარი ნებით, „რუსთავი 2“-ის კამერის წინ ჩაბარდა, თუმცა მანამდე "კურიერის"  ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, ბრიტანული სკოტლანდ იარდი მას იმ დანაშაულში ედავება რაც არ ჩაუდენია. შემთხვევა 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა.

ჯერ შეპარდი მეგობარ გოგონასთან, 24 წლის შარლოტა ბრაუნთან ერთად, კატერით სეირნობდა. შარლოტა კატერის ამობრუნების დროს დაიღუპა. ჯეკი ჰყვება, რომ ბრიტანული სკოტლანდ იარდის მიერ გავრცელებული ვერსია, თითქოს ის კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა არასწორია და ის საჭესთან საერთოდ არ მჯდარა.

ჯეკ შეპარდი ყვება, რომ ბრიტანულ პოლიციას ის, გოგონას მამის გავლენების გამო გაექცა, რომელიც ჩინოვნიკია და შეეძლო სასჯელაღსრულების სისტემაზე გავლენა მოეხდინა.

შეპარდს 6 წლიანი პატიმრობა გასული წლის ივლისში მიუსაჯეს. ის ბოლოს, ლონდონის სასამართლოში, 26 იანვარს იმყოფებოდა, თუმცა წაყენებულ ბრალს არ დაეთანხმა, რის შემდეგაც ის სასამართლომ უპირობო თავდებით გაუშვა. ჯეკ შეპარდი, ამის შემდეგ პროცესზე აღარ გამოცხადებულა.

ქართულ სასამართლოში ბრიტანელი ბრალდებულის უფლებებს ქართველი ადვოკატები დაიცავენ. მარიამ კუბლაშვილი და ტარიელ კაკაბაძე შეეცდებიან გამოძიება დაარწმუნონ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა იყო და მათი დაცვის ქვეშ მყოფს ტრაგედიაში ბრალი არ მიუძღვის.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები