27 ივლისი 2024,   08:04
ვრცლად
NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა

NDI-ს გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა. 

NDI-ის გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა, 32%-ის აზრით, იგივე დარჩა. "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის შედეგების მიხედვით, მხოლოდ 18% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა ამ კუთხით გაუმჯობესდა. 

კვლევის საველე სამუშაოები დეკემბრის შუა რიცხვებში ჩატარდა. "ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" შეისწავლა მოსახლეობის განწყობა განათლების, მედიის და საგარეო კურსის, პოლიციის მუშაობის შესახებ. კვლევაში ცდომილება 2% შეადგენს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ორგანიზაცია ოთხშაბათს, 30 იანვარს წარადგენს.

ამავე თემაზე
დღის ამბები