06 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
ლადო ბედუკაძეს სცემეს

ლადო ბედუკაძეს სცემეს - ციხის კადრების ავტორზე თავდასხმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოხდა. ბედუკაძეს ყოფილმა პატიმარმა სცემა, რომელიც სასჯელს იმ პერიოდში იხდიდა, როცა ციხის კადრების ავტორი რეჟიმის თანამშრომლად მუშაობდა. ცნობილი ხდება რომ ცემას წინ უძღვოდა კონფლიქტი რა დროსაც პირი, რომელიც ბედუკაძეს თავს დაესხა, შემდეგი ფრაზით მიმართავდა:

"რატომ მცემდი!"

ბედუკაძე ამ დროისთვის ჰოსპიტალიზირებულია და ის მკურნალობას ალადაშვილის კლინიკაში გადის. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები