19 მაისი 2024,   08:36
ვრცლად
სკანდალური აუდიოჩანაწერი - ხელისუფლების მაღალჩინოსანი ფედერაციის ხელმძღვანეებს აშანტაჟებს და გეგეშიძის მხარდაჭერას ავალდებულებს

სკანდალურ ჩანაწერი ოლიმპიური კომიტეტის დახურული სხდომიდან - ქართული ოცნების  ხელისუფლების მაღალჩინოსანი ფედერაციების ხელმძღვანელებს ღიად აშანტაჟებს და ჭიდაობის ფედერაციის ბრალდებული პრეზიდენტის მხარდაჭერას ავალდებულებს.

სკანდალური ფარულ ჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტი სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძეა.

ჩანაწერში კარგად ისმის, როგორ ითხოვს საქართველოს მთავრობის წევრი იმ სპორტსმენის სამაგალითო დასჯას და დისკვალიფიკაციას, რომელმაც ჭიდაობის ფედერაციაში სისტემური კორუფცია ამხილა.

ჩანაწერს უკვე გამოეხმაურა ზურაბ დათუნაშვილიც. ის სპორტის მინისტრის მოადგილის განცხადებებით გაოგნებულია.

ევროპის ქართველი ჩემპიონი დარწმუნდა, რომ გეგეშიძეს მთავრობა მფარველებს და სპორტის სამინისტროსთვის წარმატებულ სპორტსმენებზე მნიშვნელოვანი პარტიის მხარდამჭერი ძალადობაში ბრალდებული პირები არიან.

დახურულ შეხვედრას ოლიმპიურ კომიტეტში ესწრებოდა ქართული ოცნების დეპუტატი და ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, ლერი ხაბელოვი.

ხაბელოვმა თავდაპირველად განაცხადა, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება სხდომაზე არ გაკეთებულა, თუმცა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ არსებობდა აუდიოჩანაწერი, თქვა, რომ მას ეს საუბარი არ გაუგია.

რატომ აფარებს ხელს სპორტის მინისტრის მოადგილე ჭიდაობის ფედერაციის ბრალდებულ პრეზიდენტს? მწვრთნელი ზურაბ შელია კურიერს სამინისტროდან ფედერაციისთვის გადარიცხული თანხების დამადასტურებელ დოკუმენტებს უჩვენებს და სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს.

შელიას მტკიცებით, პრემიებს იღებენ ის სპორტსმენები, რომლებიც გეგა გეგეშიძის დავალებებს პირნათლად ასრულებენ და მისი კლანის წევრები არიან.

საუბარია, ძირითადად, პოლიტიკურ დაკვეთების შესრულებაზე.

 

დღის ამბები