19 ნოემბერი 2024,   09:24
ვრცლად
"რატომ მაინცდამიანც დღეს?" - რომან კაკულიას TBC ბანკის საქმეზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით კითხვა აქვს 

„თუ ვინმეს უნდა ამოწუროს ეს საკითხი, უნდა თქვას ორ რამეზე პასუხი, რასთან გვაქვს საქმე და რატომ მაინცდამიანც დღეს? პოლიტიკური ელფერი ამას მეორე შეკითხვამ შესძინა და არა პირველმა,“- ეს განცხადება, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

დეპუტატის თქმით, საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არის გადასული. რომან კაკულიას განცხადებით, ორ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი: 1. რეალურად რა მოხდა 2007-2008 წელს, მართლა მოხდა თუ არა ფულის გათეთრება, და მეორე - რატომ დაიწყო ახლა გამოძიება

„თემა მხოლოდ ის კი არ არის, რა მოხდა. მე ვვარაუდობ, რომ, ალბათ, რაღაც სერიოზული მიზეზი უნდა იყოს. პროკურატურამ გუშინ ეს, ფაქტობრივად, დაადასტურა. მან თქვა, რომ თქვენ არ იფიქროთ, რომ რაიმე უმნიშვნელოსთან გვაქვს საქმე, ნამდვილად მნიშვნელოვანთან გვაქვს საქმე. მარტო ამაში არ არის შეკითხვა. შეკითხვა არის იმაშიც, რომ რატომ დღეს?“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

"თიბისი ბანკის" საქმის პროკურორმა მედიას გუშინ საგანგებო ბრიფინგზე ისედაც ცნობილი ფაქტები თავიდან უამბო. საგამოძიებო უწყება დღეს ამტკიცებდა, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 17 მილიონი დოლარი მათთან დაახლოებული ბიზნესმენის დახმარებით გაათეთრეს. ბიზნესმენის გვარი პროკურორს არ უხსენებია, თუმცა „კურიერის“ ინფორმაციით, მთავარი პროკურატურა ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელს, ვატო წერეთელს გულისხმობდა. წერეთელი ამ დრომდე არ დაუკითხავთ. 

გუშინდელ ბრიფინგზე ინიციალებით მოიხსენიეს „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ფულის გათეთრების სქემის მონაწილე პაატა ღაძაძეც იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები