19 ნოემბერი 2024,   09:24
ვრცლად
TBC ბანკის შემდეგ დავით ჭიჭინაძე "საქართველოს ბანკის" სკანდალს აანონსებს

"მე ვაფრთხილებდი ეროვნულ ბანკს და მას უნდა ეზრუნა საქართველოს ბანკის  მომხმარებლების უსაფრთხოებაზე," - ეს განცხადება დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ საქართველოს ბანკსა და რუსთავის აზოტთან დაკავშირებული საქმის კომენტირებისას გააკეთა. 

ჭიჭინაძე ადასტურებს, რომ ნამდვილად მიიღო წერილი დიდი ბრიტანეთიდან, სადაც საუბარია საქართველოს ბანკთან დაკავშირებულ „საეჭვო თაღლითურ საქმიანობაზე“.

ჭიჭინაძის თქმით, წერილი ასევე მიიღეს ირაკლი კოვზანაძემ და პაატა კვიჟინაძემაც.

წერილი, რომელზეც ჭიჭინაძე საუბრობს, MICHAEL O’KEEFE ASSOCIATES-ის მიერაა შედგენილი. მისი ადრესატები კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე, მისი პირველი მოადგილე, პაატა კვიჟინაძე და კომიტეტის წევრი, დავით ჭიჭინაძე, არიან.

მისივე თქმით, წერილში დადასტურებულია, რომ საქართველოს ბანკის აქციონერები ისეთ აქტივს ფლობენ, რომლის შესახებაც BGO-ჯგუფი არაა ინფორმირებული და რუსთავის აზოტის წინააღმდეგ დავა ბანკს პრობლემებს შეუქმნის.

მისი თქმით, "11 მარტს საქართველოში ჩამოვლენ წერილის ავტორები და არსებულ კითხვებზე პასუხი იქნება გასაცემი. ამისთვის მე მზად ვარ და ალბათ, ეროვნულ ბანკსაც მოუწევს პასუხების გაცემა".

„ამ საკითხს აუცილებლად პირველივე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დავაყენებ და ასევე ვიზრუნებ, რომ წერილის ავტორები, რომლებიც ჩამოვლენ საქართველოში, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ,“ - განაცხადა ჭიჭინაძემ.

 

დღის ამბები