19 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
„აქ მე ვაშენებდი ახალ სოხუმს“ - მიხეილ სააკაშვილი ანაკლიის პორტის შესახებ საუბრობს

„აქ მე ვაშენებდი ახალ სოხუმს“-  ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრს დროს გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის მნიშვნელობასა და მიზნების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პორტი ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად განავითარებდა, რაც ქვეყანას საგრძნობლად წაწევდა წინ. 

„როდესაც ეს იდეა გამოვაცხადეთ და როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამის მშენებლობა, ნუ დიდ ნაწილი, საფუძველი  უკვე ჩაყრილი იყო, ბევრმა ჩემმა თანამებრძოლმა ჩათვალა, რომ ეს გაგიჟდა, ხელისუფლებამ თავში დაარტყა, მეგალომანიაკია, გიჟია. ეს მე იმაზე არ ვლაპარაკობ ივანიშვილის პროპაგანდა რას აკეთებდა რუსული. ჩვენი თანამებრძოლები  ვინც მე მიყვარს და ვმეგობრობ ზოგი გულში და ზოგი ღიად ამას ამბობდა. სინამდვილეში არის ძალიან მარტივი რაღაცა. საქართველოს სჭირდება დიდი გარღვევა იმისთვის, რომ ჩვენ დავკარგეთ წარმოუდგენელი რაოდენობის დრო. მოდით დავიწყოთ მშენებლობა. ჯერ დავარქვით, რომ ანაკლიის განვითარება დავიწყოთ. ანაკლიაში თავიდან ჩემი იდეა იყო ეს. იცით, ბევრი სხვადასხვა რამეებიდან ვიღებ იდეებს. ჩვენ გვაქვს აფხაზეთი სადაც ჯერ ჯერობით  ვერ ვაკონტროლებთ. მოსახლეობისგან დაცლილია, მაგრამ რაღაც ნაწილი სოხუმში და იქით ცხოვრობს. აქ ჩვენ ვაშენებდით ახალ სოხუმს. აქ ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი, ახლა ბაყაყები დგანან, წყალია ჩამდგარი, სამი სართული ამოყვანილი იყო, სასტუმრო აფხაზეთის რომელიც იყო სოხუმის სიმბოლო ზუსტ ასლს. 4-5 ვარსკვლავიანს. ფულიც მოპოვებული, მშენებლობაც დაწყებული, სასტუმრო აფხაზეთი იდგებოდა და რაც მთავარია მერე ვთქვით რომ მარტო ტურიზმით ვერ გავქაჩავთ. ჩვენ გვინდა რაღაც დიდი.  ვთქვით, რომ კანიონი გვაქვს მოდით ავაშენოთ პორტი.  ეს ფული სასწრაფოდ აიღეს ბიუჯეტიდან, გადაყარეს ე.წ. უფასო ხვნა-თესვაზე და მინდა წარმოიდგინოთ საქართველოში  სახნავ-სათესი შემცირდა ივანიშვილის დროს 25%-ით. ეს პორტი აჩუქეს თიბისის. რატომ? იმიტომ რომ თიბისიში 50 მილიონის აქციები იყიდა ივანიშვილმა და აწიეს ფული რომ ვითომ იქ რაღაც კეთდება. ეს აქციები იყიდა მერე რუსეთმა დაუქნია თითი,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

დღის ამბები