10 დეკემბერი 2022,   07:08
ვრცლად
ბატონი ბიძინას რა მონაკვეთზე და სადაც იტყვის, მე მის გვერდით ყველა სამუშაოს შევასრულებ - შოთა შალელაშვილი

„ქართული ოცნების“ პარტნიორი ფრაქცია მრეწველებიდან, დეპუტატი შოთა შალელაშვილი გადის, თუმცა შალელაშვილი საპარლამენტო უმრავლესობაში მაინც დარჩება.

შოთა შალელაშვილი აცხადებს, რომ ის ყველა სამუშაოს შეასრულებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაავალებს და მისი ერთგული რჩება. როგორც ის აცხადებს, მას შეუთავსებლობა შეიძლება მმართველი გუნდის გარკვეულ წევრებთან ჰქონდეს მათ შორის ირაკლი კობახიძესთან, თუმცა ეს ბიძინა ივანიშვილს არ ეხება.

„მრეწველთა ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილება მივიღე ჯერ კიდევ წლის უკან, აქ ახალი არაფერი არაა, უბრალოდ დადგა მომენტი მომწიფდა რომ შემეძლო გავსულიყავი ფრაქციიდან. უმრავლესობას რაც შეეხება, უმრავლესობაში ვარ დღეს,  არ ვტოვებ. კობახიძესთან, აზრთა სხვადასხვაობა დღესაც არის პარლამენტში და ალბათ უმრავლესობის ფორმატში დადგება ეგ საკითხი და იქ განვიხილავთ შემდეგ გვეცოდინება კობახიძესთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტიის თავმჯდომარე. ჩვენთან პარლამენტში არის ხმები, ჰაერში დადის, რომ იმპიჩმენტს ამზადებენ და იქ უკვე გადაწყვეტს საპარლამენტო უმრავლესობა, თუ როგორ და რა. შევხედავ "ქართულ ოცნებას", მე ძირითადად კობახიძის გუნდის წევრი არა ვარ, მე ბატონი ბიძინას გუნდის წევრი და თუკი ბატონი ბიძინას რა მონაკვეთზე და სადაც იტყვის, მე მის გვერდით ყველა სამუშაოს შევასრულებ, რაც იქნება ჩემზე დაკისრებული. იყო ჯგუფი რომლებიც , როგორ გითხრათ, მონოპოლურად მართავდნენ პარლამენტს და აქედან გამომდინარე ყველა პრობლემები მე მგონი აქედან დაიწყო. ბატონი ბიძინა უნდა ნახოთ თქვენ უმრავლესობის სხდომაზე თუ როგორ ვირტუოზად მართავს ის სხდომას. თვითონ ბატონი ბიძინაა მართველი თორემ ქართული ოცნება დიდი ხნის დაშლილი იქნებოდა,“-განაცხადა შოთა შალელაშვილმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობას დატოვებს გია ჟორჟოლიანი და ის "პატრიოტთა ალიანსის" რიგებს შეუერთდება. დღეს ცალსახა მინიშნება რომან კაკულიამაც გააკეთა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს კი ბიძინა ივანიშვილი დღეს როსტომ მეფის სასახლეში ელოდება. პარტიის ლიდერმა გუნდიდან წამსვლელ -დამრჩენების ბედი უნდა გადაწყვიტოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები