პოლიტიკაში დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ „სისხლიან 9 წელზე“ საუბრობს.
ინგა გრიგოლიას რეაქციაში მან მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ის რუსეთთან ომის დაწყებაში დაადანაშაულა.
„მე, მაგალითად, არ მჯეროდა, რომ შეიძლებოდა ისეთი ადამიანების გამოსწორება, როგორიც არის, მაგალითად, სააკაშვილი ან სხვა აი, იმ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები. როდესაც გაქვს პრეტენზია, რომ ხარ გონიერი მმართველი, სახელმწიფოს მართავ და შენ ხალხზე ზრუნავ, იღებ პასუხისმგებლობას შენს ხალხზე, შენ უნდა იყო ვალდებული, რომ დაიცვა შენი მოქალაქეები და შენი სახელმწიფო და შენ არ დაკარგო შენი სახელმწიფოს ტერიტორიები. თავიდან უნდა აიცილო ის დიდი განსაცდელი, როგორიც არის შენი ქვეყნის ოკუპაცია და არ უნდა შემოუძღვე, ასე ვთქვათ, რუსულ ჯარს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.