19 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
"ქვეყანაში დღეს პრემიერი, ფაქტობრივად, ღარიბაშვილია... ეს არის კატასტროფული ექსპერიმენტი ქვეყნისთვის" - არმაზ ახვლედიანი

ქართული ოცნების ყოფილი წევრები პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას ეხმაურებიან.

გადაცემა არჩევაში საუბრისას არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ იცის, როგორ მართოს ქვეყანა და მისი ბოლო გადაწყვეტილებები, მათ შორის, ღარიბაშვილის მობრუნებაც სწორედ ამას უსვამს ხაზს.

„ივანიშვილმა არ იცის მართვა, პოლიტიკა მისთვის არის უცხო და ამ ბოლო გადაწყვეტილებებით ეს დადასტურდა. რაც უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ ჩამოშორდება ეს კაცი ქვეყნის მართვას, უფრო უკეთესი იქნება მისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ბეწვის ხიდზე გავდივართ. ეს არის კატასტროფული ექსპერიმენტი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

მისი განცხადებით, თავად ბიძინა ივანიშვილი დიდი წარმოდგენის არ არის ქართულ ოცნებაზე.

„2015-ში, როდესაც მე გავწყვიტე ურთიერთობა ოცნებასთან, ივანიშვილმა სატელეფონო საუბარში მთხოვა, რომ 2-3 თვეში დავბრუნებულიყავი მასთან ერთად ან მის გარეშე და არსებული გუნდი პარტია ქართული ოცნებისა მოიხსენია იდიოტებად,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

არმაზ ახვლედიანის თქმით, დღეს მოქმედი პრემიერი, ფაქტობრივად, უფუნქციოა და მის მაგივრად გადაწყვეტილებებს მიიღებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

"ქვეყანაში დღეს პრემიერი, ფაქტობრივად, ღარიბაშვილია," - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები