19 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
"თურმე ასეთი ფორმით წარდგენილ შანტაჟზე უნდა გამოვიდეთ და ვამტკიცოთ, რომ ვიღაცამ გაბედა მუქარა," - ოხანაშვილი გასაჯაროებულ წერილზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური იმუნიტეტის შექმნას ცდილობს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს ყველაფერი უკვე შოუს ემსგავსება. 

ანრი ოხანაშვილი ოპონენტებს მოუწოდებს, რომ თავი დაანებონ TBC ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას და პოლიტიკური იმუნიტეტის შექმნის მცდელობასაც.  

„ეს არის აბსურდი, ყოვლად მიუღებელია პოლიტიკური იმუნიტეტის შექმნა იმის გამო, რომ თუკი ვიღაცამ გაბედა და განახორციელა აფიორა, რაც რა თქმა უნდა, ძიების საგანია, აქედან გამომდინარე ეს იღებს რაღაცა შოუს... ვინც ცდილობს შეიქმნას პოლიტიკური იმუნიტეტი იმის გამო, რომ იკვეთება და შესაძლოა, იკვეთებოდეს ე.წ. აფიორა. ამიტომ აფიორების დრო დასრულდა ამ ქვეყანაში. სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს, რომ ყველა პროცედურის დაცვით უნდა მოხდეს სამართალწარმოების განხორციელება და ფარატინა ქაღალდზე დაყრდნობით, კომუნიკაციების საუკუნეში თურმე ასეთი ფორმით წარდგენილ შანტაჟზე უნდა გამოვიდეთ ჩვენ და ვამტკიცოთ,რომ ვიღაცამ გაბედა მუქარა და შანტაჟი. ეს არის აბსურდის თეატრი. თავი დაანებოს ყველამ პოლიტიკური იმუნიტეტის შექმნის მცდელობას, ამ პროცესის პოლიტიკურ პროცესებში გადაყვანას,"-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები