19 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
ამ საქმის გარკვევას შერლოკი არ სჭირდება, ხაზარაძე აშკარად სიმართლეს ლაპარაკობს - კორძაია ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილზე 

"რესპუბლიკური" პარტიის პოლიტიკურ მდივანს, მამუკა ხაზარაძისადმი გაგზავნილი მუქარის შემცველი წერილის ნამდვილობაში ეჭვი არ შეაქვს. თამარ კორძაია აცხადებს, რომ TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი რეალურ ფაქტებზე საუბრობს.

წერილში მამუკა ხაზარაძეს სამ პირობის შესრულებას სთხოვდნენ. თამარ კორძაია ამბობს, რომ წერილის მოთხოვნების სამი პუნქტიდან ერთ-ერთ მათგანი ხაზარაძემ შეასრულა. კორძაია წინასაარჩევნოდ, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მისამართით, ხაზარაძის მხარდამჭერ განცხადებას გულისხმობს.  

„ამ საქმის გარკვევას შერლოკი ნამდვილად არ სჭირდება, იმიტომ რომ ხაზარაძე აშკარად სიმართლეს ლაპარაკობს. მეორე პუნქტში დაწერილი მოთხოვნა ხაზარაძემ შეასრულა და ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ წარსულს. მაგრამ, ფაქტია, რომ ხაზარაძე არ არის მხოლოდ ადრესატი, ადრესატები არიან ტელევიზიის წარმომადგენლები და ხელისუფლების ინტერესი ყოველთვის იყო მართული მედია. დღეს, ხელისუფლებაში არიან კრიმინალები. ეს ცალსახაა, იმიტომ რომ აქედან ეს ჩანს,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.

სკანდალური წერილი ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა. წერილის მიხედვით, ხაზარაძეს სამ პირობის შესრულებას სთხოვდნენ. 

პირველი - ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეიმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიცის წინააღდეგ. მეორე - ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. მესამე - ტელეკომპანია "არტარეა," რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, ჩაერთოს პოლიტიკურ კამპანიაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები