19 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
მე ბატონ მამუკა ხაზარაძეზე უფრო სერიოზული წარმოდგენა მქონდა - ვანო ზარდიაშვილი

მე ბატონ მამუკა ხაზარაძეზე უფრო სერიოზული წარმოდგენა მქონდა - ეს განცხადება, TBC ბანკის დამფუძნებლის შესახებ, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა გააკეთა. ვანო ზარდიაშვილის თქმით, ხაზარაძეს სერიოზული არგუმენტები არ აქვს.  

ვანო ზარდიაშვილს გახარიას მუქარის არ სჯერა და ხაზარაძისთვის გაგზავნილ წერილს არასერიოზულს უწოდებს.

„მე ბატონ მამუკა ხაზარაძეზე უფრო სერიოზული წარმოდგენა მქონდა. მე  მეგონა, რომ მისი სიტყვების უკან იდგებოდა რაიმე სერიოზული მტკიცებულება ან არგუმენტები. დღეს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აბდა-უბდა შეიქმნა და ვერ ვხედავ მე რეალურად, პრობლემა რა აქვს ბატონ მამუკა ხაზარაძეს. ბანკი გადის დიდ მოგებაზე, ანაკლიის პორტი მისცა ჩვენმა ხელისუფლებამ და მტკიცებულებების სახით წარმოადგინა ფურცელი, რომელიც თქვენ დაბეჭდეთ, მე თუ ჩვენმა მეგობარმა, საერთოდ წარმოდგენა არ გვაქვს,“ - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საგამოძიებო კომისიის შექმნას არ აპირებს.

სკანდალური წერილის მიხედვით, მამუკა ხაზარაძეს სამი პირობის შესრულებას სთხოვდნენ. პირველი - ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეიმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიციის წინააღმდეგ. მეორე - ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. მესამე - ტელეკომპანია "არტარეა," რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, ჩაერთოს პოლიტიკურ კამპანიაში.

დღის ამბები