მოთხოვნების ჩამონათვალი 8 პუნქტად - ანაკლიის პროექტით დაინტერესებული უცხოური საინვესტიციო კომპანიები საქართველოს ხელისუფლებისგან გარანტიებს ითხოვენ.
უცხოელმა ბიზნესმენებმა უკვე წამოაყენეს 8 პუნქტიანი პირობა, რომელთა შორის არის, როგორც საავტომობილო ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
იმ შემთხვევაში, თუ ეს პუნქტები არ შესრულდა, ინვესტორებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებაში მონაწილების მიღებაზე შესაძლოა უარი თქვან.
ანაკლიის კონსორციუმში კი ამბობენ, რომ ჯერჯერობით ამ პუნქტებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასრულებული არ არის. დაინტერესებულ კომპანიებს შორის არიან ისეთი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები, როგორიცაა IBRD და OPIC.
"მთავრობას ამ ხელშეკრულებით აქვს აღებულ;ი ვალდებულება იმის თაობაზე,რომ რკინიგზასა და გზას მოიყვანს - ეს არის ერთ-ერთი პუნქტი იმ რვა პუნქტში. უბრალოდ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ითხოვენ უფრო მეტ გარანტიებს მთავრობისგან, მეტ ფინანსურ განმარტებას,რომ ეს პროექტი, ცალკეული პროექტი -გზა და რკინიგზა იქნება დროულად შესრულებული.ეს მოლაპარაკება არის ერთადერთი რაც დარჩა, რომ ჩვენ წარმატებით დავხუროთ ეს პროექტი რაც დარჩა და წარმატებით გადავიდეთ მშენებლობის მეორე ეტაპზე,“-განაცხადა ”ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალური დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.