საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ლიეტუვაში გრძელდება. სალომე ზურაბიშვილი დღეს კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ცენტრს ეწვევა. დაგეგმილია შეხვედრები ქართველ სტუდენტებთანაც.
გუშინ კი სალომე ზურაბიშვილი დალია გრიბაუსკაიტეს მიწვევით ოფიციალურ სადილს დაესწრო. საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა დელეგაციებს სიტყვითაც მიმართეს. მათ ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„ქართველმა ხალხმა ასევე ევროპული გზა აირჩია. მართალია ჩვენი გზა უფრო რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა, მაგრამ ეს არჩევანი ურყევია. ამ გზაზე ძალიან გვეხმარება ლიეტუვის გამოცდილება. ოკუპირებული ტერიტორიები არის უმთავრესი გამოწვევა საქართველოსთვის. სწორედ ამ საკითხში ლიეტუვა ჩვენი თანამებრძოლია საერთაშორისო ორგანიზაციებში და ამას განსაკუთრებით ვაფასებთ,“-განაცხადა ზურაბიშვილმა.