19 ნოემბერი 2024,   09:22
ვრცლად
რუსეთის მიერ მცირე და საშუალო რადიუსის მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების დარღვევა, საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის გამოწვევად რჩება - სტოლტენბერგი 

რუსეთის მიერ მცირე და საშუალო რადიუსის მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების დარღვევა საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის გამოწვევად რჩება - ეს განცხადება, ნატოს გენერალურმა მდივანმა პოლონეთში ვიზიტისას გააკეთა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, მობილური და ბირთვული შესაძლებლობების მქონე რაკეტების განთავსებით, რუსეთი კონფლიქტში ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენების ბარიერს ამცირებს.

ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო არ გეგმავს ევროპაში ახალი სახმელეთო რაკეტების განთავსებას. სტოლტენბერგი მოუწოდებს რუსეთს, დაუბრუნდეს შეთანხმების შესრულებას. 

დღის ამბები